|
2018-03-09 17:53:38, 1381 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე მიქაბაძემ „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის“ ანგარიშის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნისსტატისტიკური გამოკვლევის" ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების,აგრეთვე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო, ბიზნეს გაერთიანებებისა და ექსპერტული წრეებისწარმომადგენლები დაესწრნენ. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საწარმოების მიერ მოთხოვნადი პროფესიული უნარების შესწავლა, რომელიცაუცილებელია პიროვნების დასაქმებისთვის. შესწავლილი იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაადასაქმებულთა სტრუქტურა და ძირითადი მახასიათებლები; დასაქმებული სამუშაო ძალის უნარების დაშესაძლებლობების შეფასება; დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა. კვლევის მსვლელობისას შესწავლილი იქნა საწარმოებში არსებული ვაკანსიები ეკონომიკური სექტორებისა დაპროფესიული ჯგუფების მიხედვით, ასევე დამსაქმებელთა ძირითადი პრობლემები სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისკუთხით. ამასთან, კვლევამ მოიცვა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა პროფესიული განათლების მქონე ადამიანთა დასაქმებისმაჩვენებელი, დამსაქმებლების დამოკიდებულება პროფესიული სწავლების მიმართ და მათი პროფესიულსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფორმები. ასევე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისდასაქმების ტენდენციები. პრეზენტაციის შემდეგ, კვლევის ავტორებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. კვლევა ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ETF, ILO) გამოცდილების შესაბამისად მომზადებულიკითხვარის საფუძველზე მომზადდა, რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო უწყებებთან შეჯერდა. უშუალოდსტატისტიკური გამოკვლევა „საქსტატის", ხოლო ანალიზი და კვლევის ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს მიერ მომზადდა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმშიგანხილული იყო კვლევასთან დაკავშირებული წინადადებები. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)