13:19 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 17:23:22, 1457 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, საქართველოში ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით, ლიტვის მხრიდან დახმარების  საკითხი განიხილეს.

თბილისის მერია მდინარე მტკვრის მიერ მყარი ნარჩენების ჩამოტანის პრობლემის აღმოსაფხვრელად, კომპლექსური ღონისძიებების გატარებასა და საკითხის კომპლექსურ დარეგულირებას გეგმავს. 

პირველ ეტაპზე, თბილისზე მორგებული საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, კვლევის ჩატარება იგეგმება. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგენილ ლოკაციებზე კი, მყარი ნარჩენების შესაგროვებლად და შეგროვებული ნარჩენების ამოსაღებად, ბადეებისა და ბარიერების მოწყობა, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა დაიგეგმება.   
 
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა.

„ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საქართველოში ლიტვის ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის მთავარი მიზანი მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბება იყო. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ლიტვის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, თანამშრომლობას დავიწყებთ და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში მცხოვრებლებს აწუხებთ და მდინარე მტკვრის ვიზუალურ დაბინძურებას ეხება, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

საქართველოში ლიტვის ელჩმა აღნიშნულ სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ამგვარი პრობლემის გადასაჭრელად, საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გაგვაჩნია და მზად ვართ, თბილისში ჩვენს მეგობრებს დავეხმაროთ. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელზეც თანამშრომლობაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ლიტვის ელჩმა. 

თბილისის მერის მოადგილესთან შეხვედრას, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს  პროექტების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დაინიუს კაზლაუსკასი და დაძმობილების პროექტების მრჩეველი დაივა მატონიენე ესწრებოდნენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics