|
2018-03-09 14:29:53, 1419 ნახვა
საზოგადოება
ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებას უზრუნველყოფს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და სამსახურის სტრატეგიაზე ისაუბრეს. "ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება ერთობლივი სასწავლო წვრთნები, რაც ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. ასევე, ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებასაც უზრუნველყოფს. საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთში მიიწვია, რათა სსმს-ის ხელმძღვანელი ფრანგული კრიზის ცენტრების მუშაობის პრინციპებს გაეცნოს. გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახური ინტენსიურად მუშაობს 5 წლიანი უნიფიკაციის, მოდერნიზაციისა და სტანდარტიზაციის გეგმაზე.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)