09:05 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 09:59:31, 2609 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ჯინდერესზე კონტროლი დაამყარა

თურქეთის არმიამ სირიის აფრინის რეგიონში ქალაქ ჯინდერესის ცენტრზე კონტროლი დაამყარა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯინდერესი აფრინის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის ყველაზე დიდი დასახლებაა. თურქეთის არმიამ და „სირიის თავისუფალი არმიის“ დანაყოფებმა ქალაქი მას შემდეგ აიღეს, რაც სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის დანაყოფები“ განდევნეს და ქალაქთან ახლოს მდებარე შემაღლებული ადგილი აიღეს. 

თურქეთის არმია იარაღით აღჭურვილ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქურთულმა ჯგუფებმა ქალაქის ტერიტორია დანაღმეს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაი ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში  3089 ტერორისტია ლიკვიდირებული. 

ქურთული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თურქეთის არმიის დაბომბვებს 165 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთი 20 იანვრის შემდეგ სირიის ჩრდილოეთში, აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics