|
2018-03-08 16:32:25, 1964 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ბაზალეთში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. სოფელ ბაზალეთში, 8-სართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილები წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და შენობაში ლიფტის დამონტაჟებას ითხოვდნენ. ამ მიმართულებით, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტში 118 167 ლარი გამოიყო და დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში არსებული პრობლემები გადაიჭრა. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით კი, ამავე შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოეწყო. ამ დრომდე, დევნილ ოჯახებს საბავშვო ბაღამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღს 9 აღსაზრდელი ჰყავს. გარდა ამისა, შენობაში დევნილი ოჯახებისთვის ბიბლიოთეკა და საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)