|
2018-03-08 13:33:55, 704 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
ბათუმში დღეს მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილე ქალბატონებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიმართა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. რეგიონის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოხატა მეწარმე ქალთა ეროვნული ფორუმის ბათუმში ჩატარების და მასში მაღალმთიანი აჭარიდან ქალთა განსაკუთრებული ჩართულობის გამო. „როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ამაყი ვარ, რომ დღეს აქ, საქართველოს ყველა კუთხიდანაა წარმოადგენილი ქალი მეწარმეები, მათ შორის, განსაკუთრებული სიმრავლით კი სწორედ ჩემი მაღალმთიანი აჭარა გამოირჩევა. მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, ინოვაციების, სტარტაპების ხელშეწყობა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურები არიან ქალბატონები, რომელთა როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობის საქმეში", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ბათუმში ქალი მეწარმეების წარმატებებისა და გამოწვევების განსახილველად, ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, საბაზრო მოთხოვნასთან შესაბამისი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად 220 ქალი მეწარმე შეიკრიბა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფორუმის მთავარი თემაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და არსებული გამოცდილების გაზიარება. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ქალთა წარმატებული ბიზნეს მაგალითები საქართველოდან და გაიგონ მათი წარმატების საიდუმლო, გაეცნონ ქალებისათვის არსებულ საგრანტო და დაბალპროცენტიან საშეღავათო პროგრამებს, გაიგონ უფრო მეტი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობებზე. კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ შეთავაზებებს საინფორმაციო კუთხეებთან წარადგენენ. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები დამსწრეებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის უშუალო ბიზნესკონტაქტების დამყარების მიზნით. საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარებას 15 სახელმწიფოს კერძო და სამოქალაქო ორგანიზაცია უწყობს ხელს. ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI), აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ACCI), „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია" (ABWA) და აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
(NS)
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)