|
2018-03-08 12:53:34, 1780 ნახვა
საზოგადოება
ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა
ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და ლიტერატურული საღამო გამართეს. მსჯავრდებულებს კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული შორენა ხუხუა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი შეხვდნენ და ლიტერატურაზე ესაუბრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბიბლუსის წარმომადგენელი თინათინ ფეიქრიშვილი. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, წიგნი ააჩქარებს იმ დროს, რაც მსჯავრდებულებს ციხეში აქვთ გასატარებელი. „მსჯავრდებულებთან სტუმრად მწერლები მოვიყვანეთ და მათ საჩუქრად წიგნები გადავეცით. პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანს წიგნის კითხვისა და ფიქრის მეტი დრო აქვს. იმედია, საჩუქრად მოტანილი ლიტერატურა მათ ციხეში ყოფნის პერიოდს შეუმსუბუქებს“, - განაცხადა „ბიბლუსის“ წარმომადგენელმა თინათინ ფეიქრიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს, რაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)