|
2018-03-08 08:20:34, 1745 ნახვა
საზოგადოება
აჭარა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ იქნება წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ წარადგენს. დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს. ბერლინის სართაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გამოფენაა მსოფლიოში. მასში 180 ქვეყანაა წარმოდგენილი და გამოფენაზე 100 000-ზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან. გამოფენა 6 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გახსნა. "ბერლინის გამოფენა ტურიზმის სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. გამოფენის ფარგლებში 2018 წლის ტენდენციებზე, რომელიც ტურიზმის მომავალს განსაზღვრავს არაერთი სპიკერი საუბრობს. ათობით შეხვედრა ამ დღეების მანძილზე ზუსტად მსგავს თემატიკას ეძღვნება. ტურიზმი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე გლობალურ ეკონომიკაში უდიდეს როლს თამაშობს. ამიტომაცაა ეს ინდუსტრია ასე მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნებისთვის, ასევე ბიზნეს ჯგუფებისთვის. თანამედროვე ტენდენციების გაცნობასთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს, თუ ბიზნეს ჯგუფს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი." განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)