|
2018-03-07 22:03:07, 2072 ნახვა
საზოგადოება
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად შეჩერებულია
„დღეს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა გათიშულია, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით“, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „როგორც ქართველ მებაჟეებს თურქმა კოლეგებმა აცნობეს, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერჯერობით, უცნობია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქართული მხრიდან მგზავრთა და ტვირთების გადაადგილების პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერ მსურველს, რომელიც გეგმავს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ე.წ. LIVE კამერების საშუალებით, შეუძლია თვალყური ადევნოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას. ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ შეძლებს მგზავრებისა და ტვირების მომსახურებას“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)