|
2018-03-07 11:50:55, 1449 ნახვა
საზოგადოება
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერით, კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერითა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის ორგანიზებით, კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა, რომლის მიზანიც ქართულ ემიგრაციასთან კონტაქტების გაღრმავება და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ქალბატონების ღვაწლის დაფასებაა. როგორც „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე აცხადებს, შორს არ არის ის დრო, როდესაც თითოეული ქართველი ემიგრანტები უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს მოახმარს. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ჩვენი თანამემამულე აიძულა უცხოეთში გადახვეწილიყო, რათა საკუთარი თავის, ოჯახისა და ახლობლების რჩენა შეძლებოდა. ასე უვადოდ და განუსაზღვრელად აიღეს საკუთარ თავზე უმძიმესი ტვირთი უდიდესი ტკივილთ, საკუთარ მიწა წყლის, სახლ-კარის, ოჯახისა და ახლობლებს მონატრებულმა. ძნელია უცხო ქვეყანაში, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილმა, მშობლის და შვილების სუნთქვა მონატრებულმა, თავი დაიმკვიდრო. კიდევ უფრო ძნელია, წარმატებას მიაღწიო და სხვა მზის მომზირალმა შენს სამშობლოზე იზრუნო მაინც. მტკივა და ვამაყობ თითოეული მათგანით. იმედი მაქვს დაგვიდგება ის დრო როცა ერთ მშვენიერ დღეს, ყველა მათგანი უცხოეთში მიღებულ ცოდნას ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოახმარს“, - აცხადებს ხათუნა მიქაცაძე. დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოდან გასული და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ქალბატონების რაოდენობა არც თუ მცირეა. ბევრ ქვეყანაში ემიგრანტი ქალბატონები ჩართულნი არიან ადგილობრივ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ორმხრივი ურთიერთობებისა და სახალხო დიპლომატიის გაძლიერების და განვითარების საქმესაც აქტიურად უძღვებიან. „ძალიან დასაფასებელია, რომ მათი მზერა ყოველთვის მიპყრობილია საქართველოსკენ და მათი წარმატება ჩვენი, ყველას წარმატებაა“, განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
(R)
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)