|
2018-03-07 10:56:46, 1507 ნახვა
საზოგადოება
ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს
ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტს ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, დედაქალაქის გარეუბნები განვითარდება. „ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ ამას ყურადღება თბილისშიც აუცილებლად უნდა დაეთმოს. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით, შეგვიძლია, გარეუბნებში გავიდეთ და ისეთი ადგილები გავაცოცხლოთ, სადაც ჯერ ჯერ კიდევ ისეთი მდგომარეობა არ არის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა პროექტის ხელმძღვანელს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევით, დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, ვინც მას უხელმძღვანელებს. პროექტს ყველასთვის კარგად ნაცნობი ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ჩაუდგება სათავეში. მინდა მას წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი ქალაქისთვის ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)