|
2018-03-01 12:12:53, 2292 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი პოროშენკოს: არასდროს ვიქნები უბედური - ჩემი სახელი რეგიონის ისტორიაში უკვე ჩავწერე
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ლიდერი პეტრო პოროშენკო ტყუილის თქმაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მისი პოლონეთში გაძევების პროცედურა არაკანონიერად წარიმართა. „პოროშენკოს დრო გავიდა და უკრაინის მოქალაქეები არ დაუშვებენ, რომ ის პრეზიდენტის კაბინეტში დარჩეს. მისთვის პრეზიდენტობა მილიარდების შოვნის შესაძლებლობაა. კორუფცია პოროშენკოს კაბინეტში ცხოვრობს. კორუფცია მის თავშია. პოროშენკოს სთხოვო კორუფციას ებრძოლოს იგივეა, რომ ფუტკრები აიძულო თაფლი არ უყვარდეთ. არ შეიძლება ასე თავხედურად ტყუილის თქმა. სად, რომელ ნორმალურ ქვეყანაში გინახავთ, რომ ადამიანს თმებზე ქაჩავდნენ, ვერტმფრენით 2 საათი ქალაქის გარშემო ატარებდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას სამართლებრივად თავი დაიცვას, მოქალაქეობას ართმევდნენ. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ადამიანს აკავებდეს პრეზიდენტის პირადი დაცვა. პოროშენკო ამბობს, რომ მე უბედური ადამიანი ვარ, რადგან საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახდინე, მაგრამ მე არასდროს ვიქნები უბედური. ჩემი სახელი რეგიონის ისტორიაში უკვე ჩავწერე, რადგან წარმატებული რეფორმები ჩავატარე საქართველოში და გულრწფელი მხარდამჭერები მყავს უკრაინაში. პოროშენკოს ჰქონდა შანსი წარმატებული ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო, მაგრამ მან Forbes-ს სიაში ყოფნა არჩია. ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ უთქვენოთ ბატონო პოროშენკო", - განაცხადა სააკაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)