|
2018-02-23 17:35:20, 630 ნახვა
რეგიონი
აჭარის დელეგაცია პოლონეთში ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა
პოლონეთში ვიზიტით მყოფ აჭარის დელეგაციამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ქვემო სილეზიის მარშალთან ცეზარ ფშიბილსკისთან შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. აღინიშნა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ევროპელი პარტნიორის არსებობა, როგორიცაა პოლონეთის რესპუბლიკა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მუდმივად იმართება მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტები როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე. ასევე დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ჯანდაცვის სფეროებს. ,,ქვემო სილეზიის მარშალთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. პირველ რიგში ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ეკონომიკურ და ტურიზმის კუთხით ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. ასევე, აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა. მისასალმებელია, რომ აპრილის თვიდან დაინიშნება პირდაპირი რეისები ქუთაისიდან ვროცლავსა და კატოვიცეში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტებისა და ვიზიტორების მოცულობას ორივე ქვეყანაში. ქვემო სილეზიის მარშალთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. დაისახა თანამშრომლობის საინტერესო გეგმები,"-განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას მიესალმა ქვემო სილეზიის მარშალიც. როგორც ცეზარ ფშიბილსკიმ აღნიშნა, უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა როგორც ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით. ქვემო სილეზიის მარშალთან შეხვედრას პოლონეთის მხრიდან, ქვედა სილეზიის ხაზინადარი ელზბიეტა ბერეზოვსკა, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი-იაროსლაო მაროშეკი, რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-ვოიჩექ ბილინსკი და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი-კაროლ პშივარა ესწრებოდნენ. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)