|
2018-02-22 17:44:53, 1586 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი კახიძეს: თქვენ საზოგადეობას სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნიჰილიზმისკენ მოუწოდებთ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებას, პოპულიზმს უწოდებს. საქმე ეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურის 1 თვიანი გაწვევით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კახიძის ინიციატივას. სესიაშვილის თქმით, მსგავსი განცხადება საზოგადოების სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნიჰილიზმისკენ მოწოდებაა: „რამდენიმე სესიაა, ოპოზიციისგან ხშირად გვესმის, რომ თქვენთვის ესა თუ ის ფორმულირება, ესა თუ ის რეგუალაცია არის გაუგებარი და ეს არც თუ ისე გასაკვირია ჩემთვის ბატონო, ოთარ, იმდენად რამდენადაც, რომ მართლაც ვერ ერკვევით საკითხში, როცა საუბრობთ, რომ მაგალითად ერთ თვიანი გაწვევით გინდათ ჩაანაცვლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ვერ ერკვევით და ვერ ხვდებით, თუ რა მომზადებისთვის რა დრო, რა ვადები არის საჭირო, რა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გეუბნებით, ეს ყველაფერი არის პოპულიზმი. ის, რასაც თქვენ აქ თითქოსდა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სასიამოვნოდ და პოპულისტურ განცხადებას აკეთებთ, რეალურად თქვენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნიჰილიზმისკენ მოუწოდებთ. ამიტომ გთხოვეთ, დავფიქრდეთ, პოპულიზმია ერთი, ქვეყნის თავდაცვისთვის ზრუნვა და ჩვენი მხრიდან ადეკვატური ნაბიჯებია მეორე. ყველას შეგვიძლია შემოვიფარგლოთ იმ განცხადებით, რომელიც გარკვეული ჯგუფისთვის შეიძლება სასიამოვნო მოსასმენი იყოს, მაგრამ კარგად გესმით, რომ საფრთხეები, გამოწვევები, რისკები სერიოზულია. ამიტომ ისიც უნდა გავითვალისწინთ, რა რესურსი აქვს ქვეყანას, რომ ამ რესურის ფარგლებში შესაძლებლობებს ვზრდით, თქვენი შეფასება, თითქოს თქვენი ხელისუფლების მმართველობის დროს თავდაცვის სისტემა დაალაგეთ, ძალიან შორსაა რეალობისგან. კიარ დაალაგეთ, ისე აურ დაურიეთ, მარტო იმის გადალაგებას და სწორ გზაზე დაყენებას რამდენიმე წელი მოვუნდით ჩვენ, მე არ შევდივარ პოლიტიკურ დისკუსიაში იმ თემასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მის გაძლიერებას, ამიტომ გთხოვეთ არა პოპულისტური განცხადებებით მოვიგოთ ამომრჩევლების გულები, არამედ შევჯერდეთ და ვიმუშაოთ სისტემის გაუმჯობესებაზე, ყელაფერი გავაკეთოთ თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მეტი ნაბიჯის გადასადგმელად“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ოთარ კახიძის მოწოდებაა, სამინისტრომ დააჩქაროს მუშაობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. „ეს ჩაანცვლოს სამობილიზაციო რეზერვმა, როგორც საქართველოს მოქალაქეთა გადამზადების საშუალებამ, რათა პროფესიული ჯარის გარდა გყვავდეს მოქალაქეთა რიცხოვნობა, რომელიც მზად არის, დაიცვას ქვეყანა საომარი მდგომარეობის დროს“,-აღნიშნა კახიძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)