|
2026-11-24 11:07:40, 213 ნახვა
ეკონომიკა
ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა
თიბისიმ ზესტაფონში განახლებული ფილიალი გახსნა. განახლებული ფილიალი მომხმარებლებს თანამედროვე, კომფორტულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს, სადაც საბანკო მომსახურების მიღება კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელია. ფილიალში ხელმისაწვდომია სრული საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და ბიზნეს მომსახურება, პირადი ბანკირის სერვისი და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24/7 თვითმომსახურების სივრცე. ფილიალის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და თიბისის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ზესტაფონს ძლიერი სამრეწველო ისტორია და აქტიური ბიზნესგარემო აქვს. ქალაქის მსხვილ საწარმოებს ათწლეულებია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. პარალელურად ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმეები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც განსხვავებული საჭიროებები და მიზნები აქვთ. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანისთვის იყოს სანდო და სრულფასოვანი პარტნიორი, რომელიც მათ საჭიროებებს უპასუხებს, საქმიანობის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარება. ზესტაფონის ფილიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მომხმარებელზე ზრუნვის კატეგორიაში საუკეთესო სტატუსის მოპოვებაა. ეს აღიარება ზესტაფონის გუნდმა, თიბისის შიდა ნომინაციაში, სულ ახლახან მიიღო, რაც ხაზს უსვამს - გუნდის პროფესიონალიზმს, მომსახურების მაღალ ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას. თიბისი რეგიონებში მომსახურების ქსელის განვითარებასა და ფილიალების განახლებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა თანამედროვე საბანკო სერვისები კიდევ უფრო მეტი ადამიანისა და ბიზნესისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
25–26 დეკემბერს Spotlight 2026 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება
ზესტაფონში თიბისის განახლებული კონცეფციის ფილიალი გაიხსნა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს
ძლიერი ქარის და ტურბულენტობის გამო ბორტზე რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, ბერლინი ქუთაისის რეისმა ფრენა შეწყვიტა და თბილისში დაეშვა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



