|
2026-11-24 13:10:44, 243 ნახვა
პოლიტიკა
მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს
კასპის წმინდა გიორგის ტაძრის და ე.წ საზღვრისპირა სოფლების ღვთისმსახური, მღვდელი ლევან ჯიქური წერს, რომ საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საზღვრისპირა სოფლებში არ არის არანაირი შემოსავლის წყარო და გაუგებარია რატომ უხსნიან ადამიანებს სოციალურ დახმარებას, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლები ნგრევის პირასაა. "ახლა ვნახე ჩვენი სტუდენტი გოგო, ერთი თვის გზის ფული მივეცი და პლუს ხანდახან რომ ყავასა და ნამცხვარზე შევიდეს. მიხაროდა ძალიან და ღიმილი პირზე შემაშრა. მამამისი მეუბნება, სოციალური მოგვიხსნესო. კარგით რა, ხალხო, კარგით რა, მართლა სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი. ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, არ არის არანაირი შემოსავლის წყარო, სარწყავი წყალიც კი არ მოდის, რომ რამე მოიყვანონ. გასაგებია, რომ ითხოვს კანონი, უნდა გადაამოწმო, რომ მიხვალ და შეხედავ სახლს და დანგრევაზეა, რაღად უნდა შესვლა შიგნით, რა, ლიფტს გააკეთებდნენ თუ აუზს?!", - წერს მამა ლევანი.
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში
მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს
როგორ არიან ჩართული სახელისუფლო პროპაგანდა მეუფე იობის გაშავებაში - ISFED კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



