18:47 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 17:20:04, 1681 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: ადამიანებს ზეგანაკვეთურ მუშაობას არ უნაზღაურებენ, ისინი კი, სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებენ

„ადამიანებს ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნაზღაურდებათ, ისინი კი ხმას ვერ იღებენ, რადგან  სამსახურიდან გაგდების ეშინიათ, ეს იძულებითი შრომაა“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

ნაცვლიშვილი ღირსეული შრომითი პირობების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს:

„დღემდე არის ყალბი ცნობიერება იმისა, რომ დასაქმებული არის უბრალო ჭანჭიკი, რომელიც როცა გაფუჭდება, ან მოძველდება, შეიძლება გადაადგო, რომ დასაქმებული დოვლათის შექმნის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს. ამ ლოგიკას ჩვენ სანამ გავაგრძელებთ და გავყვებით, ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება გვექნება ჩვენი თანამოქალაქეების, მშრომელების ღირსეულ შრომის უფლებებზე და პირობებზე.

უფლებებზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას. დღეს არის ტრეფიკინგი, არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას პასპორტებს პარავენ, სარდაფებში კეტავენ და იქ ამუშავებენ, არამედ ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ზეგანაკვეთური მუშაობა ანაზღაურებული არ არის, რატომ არ არის? იმიტომ, რომ ყველას ეშინია, თუ ის ხმას ამოიღებს ზეგანაკვეთურის მოთხოვნით, მას სამსახურიდან გააგდებენ, ახალს მოიყვანენ, ახალ ჭანჭიკს მოიტანენ და დაამაგრებენ იქ. ეს არ არის იძულებითი შრომა, როდესაც ადამიანი შრომობს და შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს?!“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics