17:55 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:29:20, 1644 ნახვა

კომენტარი
ბესელია გოცირიძეს: რომ მოგცეთ შესაძლებლობა, ისევე გათელავთ საზმაუს, როგორც ეს „იმედმა“ და სხვა ტელევზიებმა იწვნიეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით,  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას, მის გაძლიერებას   შეუწყობს ხელს.

ბესელიასთვის ოპოზიციის მიერ მოყვანილი არგუმენტები შემოთავაზებული ცვლილებების   საწინააღმდეგოდ, მიუღებელია.

„ბატონო რომან, თქვენ რომ გისმენდით, ზუსტად ისეთი ასოციაცია გამიჩნდა, ახლაც რომ მოგცეთ შესაძლებლობა, ზუსტად ისევე გათელავთ ფეხქვეშ პირველ არხს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ეს ტელეკომპანია იმედმა  და სხვა ტელევზიებმა იწვნიეს, ახლა ამას აკეთებთ სიტყვით, რადგან სხვა არ ხელგეწიფებათ საბედნიეროდ, მაგრამ ის შეტევა და პირდაპირი  თავდასხმები,  რაც ტელევიზიების მიმართ ხორციელდებოდა,  იყო დაახლოებით იმის ასოციაცია,  რაც ჩვენ გვახსოვს წარსულში.ყველამ კარგად იცის, როგორ იცავთ თქვენ სიტყვის და მედიის თავისუფლებას.როგორც იცავთ ამ სტანდრატებს,  ეს ყველაფერი ნანახაია, გავლილია,  ვიცით, არამგონია ამის შეხსენება ვინმეს სჭირდებოდეს.ეს ყველაფერი არის ახალი ფორმით შეტევა მაუწყებელზე. ჩვენ მივიღეთ ის ცვლილებები, რაც მგონია,საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას დაუჭერს მხარს და გააძლიერებს, რომ შედეგი მიიღოს საზოგადოებამ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი შეასრულოს და საზოგადოებისთვის იყოს ის მისაღები“,-განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics