|
2018-02-14 19:16:33, 944 ნახვა
რეგიონი
ყოლბაია: მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიზნები თანხვედრაშია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად
იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მონაწილეებს 2015-2017 წლებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. შეხვედრაზე განიხილეს იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და ყოფითი პრობლემები. იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მხრიდან სხდომაზე გაჟღერებული საკითხების მოსაგვარებლად მზაობა გამოითქვა. ,,მივესალმები და მინდა მადლობა გადავუხადო იმერეთის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისთვის, რომელთა მიმართ ყურადღება იზრდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიზნები თანხვედრაშია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად",- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ვიცე გუბერნატორი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. (NS)
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)