|
2018-02-12 11:07:45, 735 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი კახეთში ბრიკეტების წარმოებას გაეცნო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ბრიკეტების საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული საშენი მეურნეობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიკეტების საწარმოს მშენებლობის პროექტი მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დახმარებით განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობაზე მუშაობს. „ჩვენთვის პრიორიტეტია ტყეზე ზეწოლის შემცირება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული საწვავი საშუალებების წარმოების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ერთ-ერთი ასეთ საშუალება, რომელიც ევროპაში დიდი ხანია უკვე არსებობს, ნარჩენებისგან დამზადებული ბრიკეტებია. ბრიკეტები მაღალი თბოუნარიანობითაც გამოირჩევა და ეკოლოგიურად სუფთაა. მნიშვნელოვანია, რომ ბრიკეტი ჩაანაცვლებს შეშას, ამიტომ მისი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად წახალისებული იქნება. სამთავრობო ცვლილებებით, ტყეში ნარჩენებზე წვდომის შესაძლებლობა მთელ რიგ საწარმოებს ეძლევათ, რაც, გარდა ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობისა, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიკეტების დამამზადებელ კერძო საწარმოსაც, შპს „კერას“ ესტუმრა და წარმოების პროცესს გაეცნო. ბრიკეტი ტყეში არსებული ნარჩენებისგან მზადდება და 4-5-ჯერ მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე გამშრალი შეშა. მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიმბოლურად ერთი შეკვრა ბრიკეტი, რომელიც მთელი წლის მარაგია, სოფელ ალვანის საბავშვო ბაღში მიიტანა. კახეთში ბრიკეტების საწარმოები, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, სატყეო სააგენტოსა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსებმა, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
(NS)
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)