|
2018-02-10 12:26:27, 2414 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი: სააკაშვილი ჯამბაზად და პროვოკატორად იქცა - მისი დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობას გამოეხმაურა. როგორც შკირიაკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "ეს ამბავი, სააკაშვილის პიარშიკების მიერ არის მოწყობილი". "მორიგი სიცრუა და მორიგი ინსინუაციები, სააკაშვილის დესტრუქციული პარტიის მიერაა მოწყობილი. როგორც იქნა მიხვდნენ, როგორ მიიზიდონ ხალხი ამ მატყუარას პრესკონფერენციებზე, მიხვდნენ როგორც მიიზიდონ მცირეოდენი ყურადღება მაინც ამ პრორუსული ტროლისადმი. ბრავო! მიშას აღნიშნული ფარსისთვის, თითქოს გუშინ სასტუმროში სპეცრაზმი იყო მისული, პრემია უნდა გადასცენ. მთელი ჰოლივუდის ბოევიკი დადგა, თუმცა მხოლოდ მათ წარმოსახვაში. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ - არც ერთი სამართალდამცავი ქვედანაყოფის სპეცრაზმი გუშინ იქ არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. სააკაშვილის დაკავების არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ისინი „ალფას“ ფოტო ან ვიდეომასალას ვერ წარმოადგენენ, რადგან სპეცრაზმი სასტუმროში არ იყო მისული. ეს წმინდა წყლის საინფორმაციო პროვოკაციაა. სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, ახლა კი, ჯამბაზად და აფერისტად, საინფორმაციო ტროლად და პროვოკატორად იქცა... დასანანია. მისი საკითხი მხოლოდ უკრაინული კანონებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით გადაწყდება. განსაკუთრებით სასაცილო აღმოჩნდა დაცვის ისტორია, რომლებმაც თურმე შიშველი ხელებით შეიარაღებული სპეცრაზმი სასტუმროდან გაყარეს. რემბო 6 - უკრაინული ვერსია“, - განაცხადა შკირიაკმა.
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)