|
2018-02-09 15:08:52, 726 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, მოადგილე ომარ ტაკიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული გარდამავალი პროექტები დაათვალიერა. მათ შორის, შშმ პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრი და დაბის ცენტრალური სტადიონი. შუახევის მერიის ინფორმაციით, შშმ პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრზე სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომელსაც შპს ,,ლ-გრუპი“აწარმოებს. შესრულებულია სამუშაოების 50%. მეწარმეს ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელ სამუშაოებზე. სამუშაოები შეჩერებულია დაბის ცენტრალურ სტადიონზე.ხელშკრულებით მეწარმეს სტადიონის ზომებში მოქცევა უნდა ეწარმოებინა. სამუშაოები შპს ,,სანრაი“-მ უამინდობის გამო შეაჩერა. პროექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება და მუნიციპალიტეტს თანამედროვე, ახალი სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება.
შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს სულ 100-ზე მეტი სხვადსახვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 24 ინფრასტრუქტურული პროექტი გადავიდა გარდამავალში . ამ პროექტებიდან 15 პროექტზე სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ სამუშაოების დასრულებას ხელი დიდთოვლობამ, უამინდობამ შეუშალა. 24 ინფრასტრუქტურული ღონისძიებიდან 9 შემსრულებელი დაჯარიმდა, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით იხდის ჯარიმას. შეჩერებულ და გარდამავალ პროექტებზე სამუშაოები 15 აპრილიდან განახლდება. ყველა პროექტი მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. შუახევის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 2017 წელს: წყლის სისტემებზე, წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე - 3 994 784 ლარი დაიხარჯა; ჩატარდა გზების, ხიდების და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიების გამაგრებითი სამუშაოები, რომელზეც დაიხარჯა 497 518 ლარი; აშენდა ზემოხევში და კარაპეტში მინი სპორტული მოედანი, დაიხარჯა 45 912 ლარი; აშენდა და ექსპლუატაცია შევიდა ხიჭაურის, ჭალა-წყაროთის, ჩანჩხალოს ბაღები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭვანის, ნიგაზეულის, დაბის ბაგა-ბაღს.სულ შესრულებულ სამუშაოებზე 631 724 ლარი დაიხარჯა; შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე განხორციელდა 21 პროექტი, 470 186 ლარის ღირებულების; დასრულდა კლდისუბანი - ბესელაშვილების საავტომობილო ხიდის მშენებლობა. მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარამდე დაიხარჯა; სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი სისტემის მშენებლობისთვის მასალების შეძენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 551 736 ლარი; აშენდა კაკალაძეების და ცენტერაძეების დაწყებითი სკოლა, მშენებლობაზე 52 928 ლარი დაიხარჯა. 2018 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში გარდამავალი პროექტების დასრულებასთან ერთად, დაგეგმილია 41 ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელება, რომელიც ეტაპობრივად გაიზრდება.
(NS)
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)