|
2018-02-07 17:44:21, 2782 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 64 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
თურქეთის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სამხედრო სასწავლებლის 64 დაკავებულ პედაგოგსა და კურსანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქმეში ბრალდებული 100 პირი სასამართლომ გაამართლა. მედიის ცნობით, 8 პედაგოგს და 156 კურსანტს ბრალი იმაში ედებოდა, რომ ისინი ანკარაში მდებარე თურქეთის შეიარაღებული გენშტაბის შენობასთან ვერტმფრენებით მივიდნენ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა მიიღეს. ცნობისთვის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა კიდევ 28 პირს აქვს მისჯილი. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 200 კი მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს და თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს. შტატები ექსტრადირებაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გიულენს ის ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ათობით სკოლა და უნივირსიტეტი, ასევე რამდენიმე მედია საშუალება. პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ადამიანი, ამასთან 15 ათასამდე მასწავლებელი, 6 ათასამდე სამართალდამცველი და 100-მდე ჟურნალისტი დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით.
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)