|
2018-01-26 19:28:15, 2416 ნახვა
საზოგადოება
პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში „ავერსის“ კლინიკის ექიმების მიერ უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
22 იანვარს პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის და ლიმფური კვანძების ამოკვეთა მიდგომით პირის ღრუდან. აღნიშნული ოპერაცია "ავერსის" კლინიკაში განხორციელდა. დიაგნოზი ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ოპერაცია ჩატარდა უნიკალური ენდოსკოპიური მეთოდით - ტრანსორალურად, მიდგომით პირის ღრუდან. (TOETVA - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach). ონკოლოგიურ პაციენტს თირეოიდექტომიასთან (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) ერთად ჩაუტარდა ლიმფური კვანძების ამოკვეთაც - ლიმფოდისექცია. ოპერაციები ერთობლივად ჩაატარეს სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო კლინიკის (SNUH) პროფესორ ჯინ ვუკ იიჰიმ და ,,ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტმა - ედიშერ სიხარულიძემ. 26 იანვარს ავერსის კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველად ჩატარებული ამ უნიკალური ოპერაციის მიმოხილვა. (R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)