|
2018-01-25 11:59:31, 2129 ნახვა
მსოფლიო
ელტონ ჯონი გასტროლებს 3 წლის შემდეგ შეწყვეტს
ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის ინფორმაციით, მსოფლიოს 5 კონტინენტზე გასტროლებს 3 წლის შემდეგ დაასრულებს, - შესაბამისი განცხადება კომპოზიტორმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ელტონ ჯონმა აღნიშნა, 3 წლის განმავლობაში ის 300-ზე მეტ კონცერტს გამართავს. ჯონის თქმით, გასტროლებს ის 2021 წელს დაასრულებს. გასტროლების შეწყვეტის მიზეზი "ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების სურვილია". "ყოველთვის მეგონა, რომ დიდი რე ჩარლზივით ვიქნები - მუდამ გზაში, მაგრამ ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა ჩემთვის პრიორიტეტული არიან შვილები, მეუღლე და ოჯახი. ვფიქრობ, სწორი მომენტია რათა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თაყვანისმცემელს მსოფლიოს მასშტაბით, შემდეგ კი დავემშვიდობო მათ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, თუ 300 კონცერტის გამართვას ვგეგმავ, ესე იგი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგი მაქვს“, - განაცხადა მომღერალმა. ცნობისთვის, გუშინ Daily Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელტონ ჯონი სასტროლების შეწყვეტას გეგმავს. ელტონ ჯონი მსოფლიო მასშტაბით ტურნეებს უკვე თითქმის 50 წლის განმავლობაში ატარებს. შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონის კონცერტი, თავდაპირველად Black Sea Arena-ზე2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოგვიანებით ის ერთი წლით გადადეს. კონცერტის გადადების მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად ელტონ ჯონის კონცერტი 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ მომღერალმა ოფიციალური კომენტარის გაავრცელა: ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. მაგრამ ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას", - აცხადებდა კომპოზიტორი.
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)