18:47 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 17:43:12, 2534 ნახვა

საზოგადოება
ბაღების მართვის სააგენტო: ტელევიზიით ნაჩვენები და რეალური ეტიკეტები ერთმანეთისგან განსხვავდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ნაჩვენები იყო დაფასოებული ყველი და ეტიკეტი, რომელიც რეპორტაჟის ავტორის განმარტებით, ბაღსა და მიმწოდებელს შორის არსებული შეთანხმებით გათვალისწინებულ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს.

"საბავშვო ბაღებში შეტანილი პროდუქტის ვარგისიანობას, სტანდარტული მონიტორინგის პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პირადად ამოწმებს.  სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს, თბილისის N83, N85 და N24 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა და აღნიშნული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობა ადგილზე გადაამოწმა.

კახაბერ გვანცელაძემ სამზარეულო და სასაწყობე განყოფილებები სამივე ბაღში დაათვალიერა. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ტელევიზიით ნაჩვენები და რეალური ეტიკეტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი პროდუქტი შედის. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება საზოგადოებისთვის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში და მსგავსი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის უწყებებთან გადაამოწმოთ.

ამასთანავე, მოვუწოდებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს არასწორი და რეალობასთან შეუთავსებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს",-ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics