|
2018-01-19 11:24:32, 2113 ნახვა
საზოგადოება
Human Rights Watch: საქართველო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ კანონებს იყენებდა
საქართველოს შესახებ Human Rigts Watch 2018-ის ანგარიშში ერთი თავი ნარკოპოლიტიკას ეთმობა. ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით მონაცემების კლების მიუხედავად, საქართველო კვლავ იყენებდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ კანონებს ნარკომომხმარებელთა სისხლისამართლებრივი დევნისთვის იმ პირობებში, როდესაც მკურნალობის შესაძლებლობები შეზღუდული რჩება. „ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რომლითაც მარიხუანის შენახვისთვის პირის დაპატიმრება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, პარლამენტმა, 2017 წლის ივლისში, კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება, რითიც გაუქმდა პატიმრობა როგორც სასჯელის ზომა 70 გრამამდე მარიხუანის შენახვისთვის; თუმცა, პატიმრობა სასჯელის ზომად რჩება ამ ნივთიერების უფრო დიდი მოცულობით შენახვისთვის. ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ივნისში პოლიციამ ორი რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები იმ ვიდეო კლიპის გამო ჩაუდო, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სასამართლომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და გამოძიება დაიწყო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ორივე გამოძიება მიმდინარეობდა“,-აღნიშნულია ანგარიშში.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)