19:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 13:12:02, 2135 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგური „გურამიშვილი“ სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია  2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა.  20 იანვრიდან კი, იწყება ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა,  სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ.

„ამ პერიოდის განმავლობაში დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, „გურამიშვილის“ სადგურს კი  მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან.

2018 წელს დამატებით ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics