|
2018-01-13 10:42:49, 2686 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხთარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს, აზერბაიჯანში ჩაიყვანეს და კონტრაბანდისთვის წაუყენეს ბრალი. ამ ბრალდებას ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლონ ბატონი აფგან მუხთარლი. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება გამჭირვალე და დროული“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ სასამართლომ თბილისიდან გატაცებულ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)