12:47 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 12:57:19, 1532 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

ბათუმის ბულვარი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. 

წელს, პირველად, ზღვისპირა ბულვარი საზეიმოდ მორთული და ახალი სტილის ნაძვის ხით შეხვდება ახალ 2018 წელს. საახალწლო განათება და ნაძვის ხე კოლონადებთან ოფიციალურად,  29 დეკემბერს, 18:00 საათზე  აინთება.  საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე ლედ პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. საახალწლო აქსესუარებით საუცხოოდ მოირთო  „ბამბუკების ხეივანი".

ამ დღესთან დაკავშირებით, ბულვარის  კოლონადებთან წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, კერძოდ: გიორგი ბერიძე,  მამუკა გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები (sound lab live).  პარალელურად,  ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული   საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტო კუთხეები. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ. თოვლის ბაბუა ამ საოცარ ზღაპრულ გარემოში მარხილით შემობრძანდება და პატარებს საახალწლო ტკბილეულს გადასცემს საჩუქრად. ღონისძიების განმავლობაში ყავის დაგემოვნება მობრძანებული სტუმრებისთვის იქნება უფასო. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

ბათუმის ბულვარი 29 დეკემბერს, ნამდვილ ზღაპრულ სივრცედ გარდაიქმნება.

ერთად შევიქმნათ წინასაახალწო განწყობილება და  ერთად ვიზეიმოთ ძველი წლის გაცილება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics