10:58 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:45:37, 3464 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში ე.წ. კანონიერ ქურდებს - „დათო ქუთაისკის“, „შოთიკო ბოლნისკის“ და „სტალინს“16-17 წლით პატიმრობა მიესაჯათ

საბერძნეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის 63 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს დავით სებისკვერაძეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ PrimeCrime იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დავით სებისკვერაძესთან (იგივე დათო ქუთაისკი, ვარლამიჩი, "კალიასკა") ერთად, პასუხისგებაში კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა ასათიანი („შოთიკო ბოლნისკი“) და ლაშა უგრელიძე (იგივე „სტალინი“) მიეცა. მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი მიხეილ ბუძიშვილი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში ამავე ბრალდებით დააკავეს, სასამართლოს ვერ მოესწრო, რადგან მიმდინარე წლის აპრილში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, სებისკვერაძე საბერძნეთში ქუთაისურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.  მის საქმეებს, სავარაუდოდ, გაიოზ ზვიადაძე („გია კუტაისკი“) გადაიბარებს. 

გამოცემა წერს, რომ საბერძნეთშ ათობით ე.წ. კანონიერი ქურდი ცხოვრობს, რომელთა უმეტესი ნაწილი თბილისიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდანაა. მათ შორის ყველაზე გავლენიანები ლევან შუშანაშვილი და დავით სებისკვერაძე არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაცია ნოემბრის არჩევნებში სავარაუდო დამარცხებისთვის ემზადება - The Washington Post
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics