|
2017-12-11 15:31:44, 711 ნახვა
აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მიმღებთა ასაკი შესაძლოა, 21 წლამდე გაიზარდოს
აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მიმღებთა ასაკი შესაძლოა, 18 წლიდან 21 წლამდე იზრდება. აღნიშნულს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების ძირითად მიზანს სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება წარმოადგენს, კერძოდ კი, საუბარია 21 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვასა და დამოკიდებულ პირთა სიის შექმნაზე, სადაც როგორც მოთამაშეს, ასევე მისი ოჯახის წევრს, სასამართლოს წესით მოთხოვნის საფუძველზე, პირის მონაცემთა რეესტრში შეტანის საშუალება მიეცემა. „ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ვალდებულება ექნება სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს დამოკიდებულ პირთა ერთიან ბაზაში. ამასთან ერთად, არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, გაუქმდება აქამდე რეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში და შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ, ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ლაშა ხუციშვილმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე კანონპროექტთა ძირითად ცვლილებებზეც ისაუბრა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სანქციები და ახალი ჯარიმების შემოღების წესი განმარტა. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტში სამუშაო ჯგუფიც მუშაობს, რომელსაც გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები აქვს მომზადებული. მისივე შეფასებით, არასრულწლოვან პირთა აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობა რთულ და კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს, შესაბამისად ახალი რეგულაციები საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)