16:46 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 15:34:27, 1388 ნახვა

პოლიტიკა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა, რომლის გაფართოებაც მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც იგეგმება.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“(DW) ქართული პროგრამის გვერდზე. ჩვენთან გაეცნობით მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, მიიღებთ სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ“, - აღნიშნულია მაუწყებლის განცხადებაში.

აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ (European Information Shield Initiative) ნაწილია, რომელსაც DW და FMM ხელმძღვანელობენ. ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. პროექტი თავდაპირველად 18-თვიანი ვადით ფინანსდება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics