15:50 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 16:14:13, 701 ნახვა

„კიევო, ფეხზე ადექი“,-სანდრა რულოვსის გამოსვლა საპროტესტო აქციაზე

„პოროშენკოს უნდა გავაგებინოთ, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი, ხოლო ხალხი- გასაყიდი საქონელი“,-ამის შესახებ  საქართველოს ექს პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიშას გარეშე ბრძოლა ძნელია, თუმცა უკრაინას ცვლილებები სჭირდება და პროტესტი უნდა გააგრძელონ:

„ოპონენტების ციხეში ჩასმა საჭირო არაა. უნდა აჩვენო, რომ შენც შეგიძლია რეფორმების გატარება და ხალხისთვის კარგი გინდა, მაგრამ  ამას ვერ ვხედავთ. ამიტომ,  კიევო,  ფეხზე ადექი!“,-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics