|
2017-12-09 11:58:51, 691 ნახვა
რეგიონი
ბათუმი სამედიცინო ტურიზმის პირველ საერთაშორისო დღეებს მასპინძლობს
ბათუმი სამედიცინო ტურიზმის პირველ საერთაშორისო B2B (business to business) დღეებს მასპინძლობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმში“ დღეს გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდება. B2B დღეების მიზანია საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ქართული კლინიკების უშუალო მონაწილეობით. B2B დღეების გახსნის ღონიძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ზაალ მიქელაძემ სამედიცინო ტურიზმის დღეების მნიშვნელეობაზე ისაუბრა. „საქართველოში ჯანდაცვის რეფორმამ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ კერძო სექტორის განვითარებას დიდი შესაძლებლობა მისცა. ჩვენ უკვე გადავედით იმ ეტაპზე, რომ შეგვიძლია ახალი სერვისები შევთავაზოთ უცხოელ პაციენტებს. ამ შეხვედრიდან ჩანს, რომ დაინტერესება დიდია, დღეს ბათუმს 22 უცხოური კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევებს ეცნობა“, -აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. ღონისძიების გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. პროექტში მონაწილეობს საქართველოს წამყვანი 22 კლინიკა, ხოლო 22 კომპანია მოწვეულია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, კერძოდ: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსია და რუსეთი. კომპანიებს შორის ძირითადად ქართული კლინიკებისთვის პოტენციური სამომავლო პარტნიორებია შერჩეული, რაც კლინიკების მენეჯმენტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ორი დღის განმავლობაში ჩატაარონ პირისპირ შეხვედრები და გააცნონ ყველა იმ სამედიცინო სერვისების ჩამონათვალი რაზეც შესაძლებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვა საქართველოში. პროექტი ხორციელდება B2B ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)