|
2017-12-07 16:12:42, 1935 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, იერუსალიმთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ის ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერებთან აწარმოებს. მისივე შეფასებით, ეს თემა არა მხოლოდ მუსლიმებს, არამედ ქრისტიანებსაც ეხებათ. „შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა დონალდ ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება ისლამური ქვეყნების აღშფოთება გამოიწვიოს, ხელი შეუშალოს მშვიდობიან პროცესს, ასევე გამოიწვიოს მღელვარება და შეტაკებები. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, ტრამპმა შესაბამისი გადაწყვეტილება პირადი ამბიციების გამო მიიღო და ეს ტერორისტებმა შესაძლოა, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ცნობისთვის, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის არსებობის განმავლობაში ინტიფადა (ამბოხი) უკვე ორჯერ მოხდა. პირველი ამბოხის თარიღად 1987 წლის 9 დეკემბერი ითვლება. მას "ქვების ომს" ეძახიან" პალესტინელებმა საკუთარი რიცხვა ებრაელი ხალხის მიმართულებით ქვების სროლით გამოხატავდნენ. აღნიშნული ამბოხი 1993 წლის აგვისტოში ოსლოს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის 110 მოქალაქე და 2 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 2000 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე ამბოხი: "ინტიფადა ალ-აკსა". ამ ამბოხის მიზეზი იყო" ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის მიერ მაცხოვრის ტაძრის მონახულება გახდა. ამბოხმა პიკს 2002 წელს მიაღწია, რის შედეგადაც ისრაელის 1000 მოქალაქე, მათ შორის სამხედროები და 65 ტურისტი, ასევე 5000 ათასი პალესტინელი დაიღუპა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)