|
2017-12-07 15:59:44, 2155 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ ლიდერი: ტრამპმა სამშვიდობო პროცესი მოკლა - პალესტინელებს ხვალ ისრაელის წინააღმდეგ ახალი ამბოხისკენ მოვუწოდებ
პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ხანიას შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იერუსალიმთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოუღო, - ამის შესახებ Euronews იუწყება. "ჰამასმა" პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა. "მოვუწოდებთ პალესტინის ყველა თავისუფალ ადამიანს, პარასკევს "რისხვის დღეზე" გამოვიდნენ და ამბოხის დაწყების შესახებ განაცხადონ. ხვალ დაიწყება ჩვენი ხალხის ამბოხი ოკუპაციის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენ წმინდა მიწას დავიბრუნებთ. აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი მოკლა, ბოლო მოუღო ოსლოს შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების პროცესი შეუძლებელი გახადა“, - განაცხადა ისმაილ ხანიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ცნობისთვის, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის არსებობის განმავლობაში ინტიფადა (ამბოხი) უკვე ორჯერ მოხდა. პირველი ამბოხის თარიღად 1987 წლის 9 დეკემბერი ითვლება. მას "ქვების ომს" ეძახიან. პალესტინელებმა საკუთარი რისხვა ებრაელი ხალხის მიმართულებით ქვების სროლით გამოხატავდნენ. აღნიშნული ამბოხი 1993 წლის აგვისტოში ოსლოს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის 110 მოქალაქე და 2 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 2000 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე ამბოხი: "ინტიფადა ალ-აკსა". ამ ამბოხის მიზეზი ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის მიერ მაცხოვრის ტაძრის მონახულება გახდა. ამბოხმა პიკს 2002 წელს მიაღწია, რის შედეგადაც ისრაელის 1000 მოქალაქე, მათ შორის სამხედროები და 65 ტურისტი, ასევე 5000 ათასი პალესტინელი დაიღუპა.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)