|
2017-11-30 18:19:58, 785 ნახვა
რეგიონი
რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართა
ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებსა და განვითარების პერსპექტივების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონეფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტროს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კერესელიძე, ადგილობრივი ფერმერები და ღვინის კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ადგილობრივ მეღვინეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილი ვაზის ძველი რაჭული ჯიშები და მათი სამეწარმეო პოტენციალი გააცნო. ფერმერებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ღვინის ეროვნული სააგენტროს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, საქართველო ვაზის ჯიშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პოტენციალის სრულად გამოყენება. „მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში აქტიურად იყვენენ ჩართულნი ფერემერები, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ აგარარული დარგის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების, ასევე მივიწყებული უნიკალური ვაზის ჯიშების შესახებ“, - აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი რეგიონის სოფლის მეურნებობის ძირითად მიმართულებებში სიახლეების, რეკომენდაციებისა და გამოცდილების მიწოდება-გაზიარებას, თემატური სემინარების მოწყობას და ფერმერებთან შეხვედრებს გულისხმობს. (NS)
სოჭის პორტზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უპილოტო ნავებით განხორციელდა
გვარამია ღარიბაშვილზე - იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით
ფაშინიანი: თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით
23 აგვისტოდან ყულევის ნავთობქარხანამ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ბლექ სი პეტროლიუმი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ზედიზედ მეორე თვეა, რუსეთმა უკრაინის ფრონტზე 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)