|
2017-11-28 17:51:23, 702 ნახვა
ჯანელიძე: ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის ძალებთან გაერთიანების გადაწყვეტილება კრემლის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებაა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მხარი დაუჭირა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანებას. საქართველოს ვიცე-პრემეირის შეფასებით, ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მოსკოვის ამ ნაბიჯს შესაბამისი შეფასება მისცეს: "ეს არის კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმასა და პრინციპს, მათ შორის, რუსეთის მიერ ნაკისრ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას. ეს გახლავთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაც მიზნად ისახავს ამ რეგიონების მაქსიმალურ დაქვემდებარებას და კონტროლს. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერანაირი სამართლებრივი სტატუსი და სამართლებრივი გამოხატულება. ეს არის, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯებს და მოვუწოდებთ ასევე საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი შეფასება მისცეს ამ კონკრეტულ ქმედებას."-აღნიშნა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებითვე, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. "მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საჯარისო სამხედრო შენაერთებმა დატოვონ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია - საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, რათა შეიქმნას შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს და, რა თქმა უნდა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს, სადაც განვიხილავთ როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსასრულებლად"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სლოვენიის ვიცე-პრემიერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხის საპასუხოდ.
(NS)
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)