05:38 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 16:04:00, 2694 ნახვა

მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში კონტროლირებადი ტერიტორიის 95% დაკარგა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და ერაყში მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 95% დაკარგა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ISIS-სთან ბრძოლის საკითხებში ბრეტ მაკგერკმა განაცხადა. ინფორმაციას Ura ავრცელებს.

როგორც მაკგერკმა აღნიშნა, 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც აშშ-ის კოალიცია ჩამოყალიბდა, 7.5 მილიონი ადამიანი დაჯგუფებისგან გათავისუფლდა, ხოლო 2.6 მილიონმა ერაყელმა სახლში დაბრუნება მოახერხა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაჯგუფებას ყველაზე დიდი კოალიცია ებრძვის, რომელიც 74 სახელმწიფოსგან შედგება. 

"ისლამურმა სახელმწიფომ’’ მათ მიერ კონტრლირებადი ტერიტორიის 95% დაკარგა. ISIS-ის აღარ აქვს დედაქალაქი, ე.წ. ხალიფატი იშლება, ისინი გარბიან იქ, სადაც დამალვა შეუძლიათ", - განაცხადა მაკგერკმა. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ამერიკის მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხეს და ქალაქი რაქა გაათავისუფლეს. რაქა ტერორისტების ერთ-ერთ საყრდენ ქალაქად ითვლებოდა. ასევე, სირიის ჯარმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი დეირ ალ-ზორიც აიღო.  გარდა ამისა, ტერორისტებმა ბოლო საყრდენი ადგილი ერაყის ქალაქ მოსულშიც დაკარგეს. ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის გათავისუფლება მიმდინარე წლის 29 ივნისს შეძლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics