|
2017-11-11 13:12:20, 2235 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი და პუტინი „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო განადგურებაზე შეთანხმდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა დონალდ ტრამპმა ვიეტნამში გამართულ სამიტზე განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მანამ უნდა იბრძოლონ, სანამ ორგანიზაცია ბოლომდე არ განადგურდება, - ამის შესახებ Ria კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ლიდერი დარწმუნებულია იმაში, რომ სირიამ საკუთარი დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს და არ დაკარგოს ტერიტორიები. პრეზიდენტები თვლიან, რომ სირიის კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდეს და მისი დარეგულირება ჟენევის პროცესის ფარგლებში უნდა მოხდეს. "პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ არსებულ სამხედრო საკომუნიკაციო არხებს აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე იმაზე, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში მომუშავე პარტნიორთა ძალების საშიში ინციდენტებისგან პრევენციას მოახდენენ. ამ ასპექტში თანამშრომლობა "ისლამური სახელმწიფოს" საბოლოო განადგურებამდე გაგრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში. ამავდროულად, ორივე პრეზიდენტი დარწმუნებულია იაში, რომ სირიამ საკუთარი დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს და არ დაკარგოს ტერიტორიები. ბოლოს კი, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გაერო-ს წევრ ყველა ქვეყანას მოუწოდეს, რომ უახლოესი თვეები განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მხრივ თავიანთი წვლილი შეიტანონ, რათა სირიაში ადამიანების ტანჯვა შემცირდეს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია, ერთმანეთთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შეათანხმეს.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)