|
2017-11-11 12:19:02, 2381 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის შვილი კიევის აეროპორტში რამდენიმე საათით დააკავეს
გუშინ კიევის აეროპორტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი რამდენიმე საათით დააკავეს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი შვილის დაკავება უკანონოდ მოხდა. "საქართველოს კანონის თანახმად, ჩემს ოჯახს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, სამუდამო დაცვა ეკუთვნის. ჩემს ვაჟს ჩვეულებრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი აცილებდა, რომელსაც ჩემს შვილზე მინდობილობა ჰქონდა. მას დაჰყავს ნიკოლოზი მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე დაკავებულია და ასე ბევრჯერ ჩამოსულა მასთან ერთად. ისინი სამი საათის განმავლობაში გააჩერეს ცალკე ოთახში, შემდეგ კი დაცვას განუცხადეს, რომ უკრაინაში ჩამოსვლის აუცილებლობა ვერ დაამტკიცა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი ხელზე ჰქონდა, დეპორტაცია გაუკეთეს. მთელი ეს დრო მათ ზარის განხორციელების უფლებას არ აძლევდნენ და როდესაც უკვე თვითმფრინავში ჩასვეს ჩემი სვილის მცველი, მან მხოლოდ მაშინ შეძლო ჩემთან დარეკვა. ჩემი ვაჟი ავიაკომპანიის წარმომადგენელს გადასცეს. როგორც წესი, მცველს ჩემი შვილი თავად მოჰყავს აეროპორტიდან სახლში, მაგრამ მას მერე, რაც მან დამირეკა, აეროპორტში გავქანდი მიუხედავად იმისა, რომ კიევში დაბრუნებას მხოლოდ ხვალ დილით ვაპირებდი. რა მოხდებოდა შინ რომ არ ვყოფილიყავი?! ამაზე პასუხს ვერავინ მცემს. ცუდი ისაა, რომ ინფორმაციით, რომელსაც მე ვფლობ, მთელი ეს დეპორტაციები პრეზიდენტის მიერ გაცემული განკარგულებაა და ამაზე ცუდი კი ისაა, რომ ასე ბევრს ექცევიან. უკრაინის შს სამინისტროს განცხადებით, ბავშვს დანიშნულების ადგილას მიიყვანდნენ, თითქოს რამე ამანათი იყოს. ეს არის ყველა კანონის დარღვევა. მე აქ ვდგევარ და დამიბრუნეთ ჩემი შვილი. საერთოდ გაგიჟდით?! 40 წუთია აქ ვდგევარ და გელოდებით, რომ დამიბრუნოთ შვილი, ამბობენ, რომ მესაზღვრეებმა წაიყვანეს. ის 11 წლისაა, არასრულწლოვანი და პოროშენკოს ვეკითხები, სადაა ჩემი შვილი? მოეწონებოდა, რომ მის შვილს ასე მოქცეოდნენ?!", - წერს სააკაშვილი.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)