|
2015-01-16 10:43:40, 2777 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის გაძლიერებაში დახმარებას ჰპირდება
ევროკავშირი საქართველოს რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის გაძლიერებაში დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანმა განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და მომეცა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. მე აქ ვარ არა მხოლოდ იმიტომ, რომ განგვეხილა ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხები, ასევე მაინტერესებდა, მომესმინა საქართველოს პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით და რიგის სამიტზე“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. ევროკომისარმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)