|
2017-11-06 14:19:01, 988 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ურეხის სოციალურ სახლში 23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ურეხის სოციალურ სახლში 23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინები კეთილმოწყობილია. თოთოეული ბინა უზრუნველყოფილია თანამედროვე ტიპის გათბობის და წყლის გამაცხელებელი სისტემებითა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა აგრძელებს სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფით. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გრძელდება პერიოდულად. სულ ახლახან კაპრეშუმში 50 ოჯახს გადავეცით ბინა. 2012 წლიდან დღემდე აჭარის ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარია დახარჯული სოციალური სახლების მშენებლობისთვის. ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტებიდან კი, 4 მილიონ ლარამდე. ეკომიგრანტებისთვის სამინისტროში არსებობს სპეციალური პროგრამა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა,რადგან ადამიანების უსაფრთხოება, მათი უფლებების დაცვა და მათზე ზრუნვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტია", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში და ურეხის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლებში სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახია საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. გასულ წელს 50 ეკომიგრანტმა ოჯახმა კაპრეშუმის სოციალურ სახლში დაიდო ბინა, წელს მათ რიცხვს ურეხის სოციალურ სახლში 23 ოჯახი შეემატა. ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. ბენეფიციარები შერეული კომისიის წევრებმა სპეციალური კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს. ობიექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 432 ათას 788 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ სოციალური სახლებში ბინებით უზრუნველყოფის გარდა, აჭარის მთავრობა პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა. თითოეულ მათგანს გამოეყო თანხა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობის შესასყიდად.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)