|
2017-11-03 16:14:52, 2376 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს უკრაინის სასამართლო 22 ნოემბერს განიხილავს
უკრაინის უზენაესი სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს 22 ნოემბერს განიხილავს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან სიმბოლურია სასამართლოს გადაწყვეტილება, სხდომა 22 ნოემბერს დაენიშნა, რადგან ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, 22 ნოემბერი თავისუფლებისა და ღირსების დღეა. "როგორც იქნა, ბიუროკრატიასთან 3-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ შევძელით იმ დოკუმენტების მიღება, სადაც ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ წერია. ასევე შევძელით პრეზიდენტ პოროშენკოს არაკანონიერი განკარგულების გასაჩივრებაც. ძალიან სიმბოლურია, რომ უკრაინის უზენაესმა სასამართლომ დანიშნა სხდომა 22 ნოემბერს, რადგან 22 ნოემბერს თავისუფლებისა და ღირსების დღე აღნიშნება. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს სასამართლოში აღვნიშნავთ. შემოგვიერთდით, 22 ნოემბერს 10:00 საათზე უზენაეს სასამართლოში", - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი, პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)