09:16 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 11:29:20, 2073 ნახვა

მსოფლიო
La Vanguardia: პუჩდემონი ბარსელონაში დაბრუნდა

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი ბარსელონაში დაბრუნდა, - ამის შესახებ La Vanguardia იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, შესაბამისი ინფორმაცია მას იმ რეისის მგზავრებმა მიაწოდეს, რომლითაც პუჩდემონი მგზავრობდა.

მედიის ცნობით, კატალონიის ყოფილ მეთაურთან ერთად რეგიონის ყოფილი შს მინისტრი და პუჩდემონის ყოფილი მრჩეველი მგზავრობდნენ.

La Vanguardia იტყობინება, რომ პუჩდემონმა გენერალიტეტის ყოფილ წევრებთან ერთად, საუბარია დათხოვილი მთავრობის 13 პირზე, სასამართლოში ჩვენება უნდა მისცეს.

განსხვავებულ ინფომრაციას Ria ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში კორესპონდენტი ბარსელონის აეროპორტში იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, პუჩდემონი სამშობლოში არ დაბრუნებულა. 

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics