22:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 12:45:04, 2619 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის მეთაურის მოვალეობებს ესპანეთის ვიცე-პრემიერი შეასრულებს

ესპანეთის ვიცე-პრემიერი სორაია სანტოს დე სანტამარია კატალონიის მეთაურის მოვალეობებს შეასრულებს, - ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

BBC-ს ცნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სორაია სანტოსი პუჩდემონს ჩაანაცვლებს და რეგიონის გენერალიტეტს უხელმძღვანელებს. ამასთან, ესპანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ პუჩდემონის მაგივრად მოვალეობის შეასრულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის ეკისრება, თუმცა რახოიმ უფლებამოსილება ვიცე-პრემიერს გადასცა.

გარდა ამისა, ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი ასევე უხელმძღვანელებს კატალონიის გენერალიტეტს.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics