|
2017-10-28 11:45:08, 692 ნახვა
რეგიონი
კახელ ფერმერს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა
სიღნაღის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი ვახტანგ ებიტაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ გოგიტა ნანობაშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ნესვის ნაკვეთი დაათვალიერეს. სამინისტროს ცნობით, სოფელ ვაქირის მკვიდრს, გოგიტა ნანობაშვილს, რომელსაც სეტყვის შედეგად მოსავლის 80% დაუზიანდა, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აუნაზღაურა 14 000 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ 630 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდიამ 1470 ლარი. „2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 19 501 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 14 293 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 6 964 337 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 19 926 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 132 314 231 ლარია. ქარიშხლის, წყალდიდობის და სეტყვის შედეგად 3 021 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 3 842 188 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველო - ბიზნესის ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
(NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)