11:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 14:44:31, 2121 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, 53.5%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, რუსთავის მერობის არჩევნებში 53,5%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ გაიმარჯვა.

მეორე ადგილზე 19,8%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ზურაბ მაისურაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 13,3%-ით საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა დაიკავა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმები ასე გადანაწილდა:

საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ჯაბა დუგლაძე - 2.3%;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - გელა ნაკაშიძე - 5,97%;

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ქეთო დევსურაშვილი - 3,17%;

„ტრადიციონალისტები” - მზია მამულაშვილი - 0,16%;

„ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ნანი წკრიალაშვილი - 0,14%;

საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” გოჩა ომაიძე - 1,6%;

„ზვიადის გზა უფლის სახელით [სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე]” ელგუჯა ქოჩიაშვილი - 0,64%;

საარჩევნო ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება” - ანნა კეკენაძე - 0,95%;

აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემები შედგენილია  რუსთავის 87-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics