|
2017-10-13 15:05:04, 2343 ნახვა
მსოფლიო
იუნკერი: კატალონიის დამოუკიდებლობამ შესაძლოა, მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ სხვებსაც უბიძგოს
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თუ კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, შესაძლოა სხვა რეგიონებმაც გამოთქვან ამის სურვილი. იუნკერის შეფასებით, თუ ასეთი პოლიტიკა ჩამოყალიბდა, ევროკავშირის მართვა გართულდება. "თუ კატალონიას სურს იყოს დამოუკიდებელი, შესაძლოა იგივე სურვილით სხვა ხალხიც გამოვიდეს. მე ეს ძალიან არ მომწონს. თუ ასე მოხდება, მაშინ ევროკავშირის მართვა გართულდება. შეშფოთებული ვარ კატალონიაში შექმნილი სიტუაციის, თუმცა აქ არავინ არავის ესვრის, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა ლუქსემბურგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. მას დამოუკიდებლობა ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)